ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე, ჩარიცხვისა და დაფინანსებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწყება!

"ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის №77/ნ ბრძანების შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთის ა/რ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი აბიტურიენტების რეგისტრაციას იწყებს.
 
რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მათი სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა "ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის ბრძანების №147 შესაბამისად.
 
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/1ERANtpM83jTfuY29
 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
 
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 143