აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და პროგრამა "აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ნინო ფაცაციას საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
2025 წლის 23-25 თებერვალს, მილანში გაიმართა MICAM / MIPEL - ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც ყოველწლიურად 42,000-ზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამის, პირველი კომპონენტის - "საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა“ ფარგლებში, ნინო ფაცაციასთვის ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, წარმოედგინა მის მიერ წარმოებული პროდუქცია, ამასთანავე გაეცნო საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები და დაემყარებინა მნიშვნელოვანი კონტაქტები.