აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გომბორის მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე გახსნილი ახალგაზრდული ბანაკი დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად გომბორის მოსამზადებელი ცენტრის ტერიტორიაზე მოწყობილ, ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.

ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთის N6 და აფხაზეთის N3 საჯარო სკოლების 15 აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. სასწავლო კურსის ფარგლებში ახალგაზრდებს ხუთი დღის მანძილზე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობიდნენ და შეესწავლათ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევები, როგორიცაა საცეცხლე მომზადება, თვითგადარჩენის ტექნიკები, დრონების მართვა, პირველადი სამედიცინო დახმარება, კიბერუსაფრთხოება და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

ღონისძიება „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა. სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობის მისაღებად, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსწავლეები და ვეტერანების შვილები შეირჩნენ.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ მაიორი კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე დავით მიქავა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.