
ახალი ამბები

აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს, საქართველოს ეროვნული გმირს გურამ გაბესკირიას 78 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა.
1992 წელს სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
გურამ გაბესკირიას ცხედარი ოკუპირებული სოხუმიდან 2017 წელს გადმოასვენეს და სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. 2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.


აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, მეორე დღეა, საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან.
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე / Lasha Dolbadze და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი გიორგი ძიგუა შეხვდნენ.
მინისტრებმა მოისმინეს დევნილთა პრობლემები და მათ საჭიროებებზე რეაგირების გზებზე ისაუბრეს. სამუშაო ჯგუფის წევრები, სწრაფი რეაგირების მიზნით, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან. მინისტრებმა დევნილ ოჯახებს დახმარებასა და პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ლაშა დოლბაძე, რუსთავის მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრას ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილიც ესწრებოდა.
მინისტრმა მოსახლეობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2025 წლის პროგრამები გააცნო, რომელიც მათი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის დავალებით, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნული შეხვედრების მიზანი არის მოსახლეობისათვის არსებული პროგრამების გაცნობა და მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.










აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე, 2025 წელს პროცენტის დარიცხვის მიზნით, მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებულად გამოცხადდა სს "თიბისი ბანკი"




,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინიტრის 2024 წლის 4 დეკემბრის №01/82 ბრძანებისა და „მომსახურე ბანკის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ“ 2024 წლის 9 დეკემბრის N01/83 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტრო აცხადებს სამინისტროს განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებზე პროცენტის დარიცხვის მიზნით მომსახურე ბანკის შესარჩევ კონკურსს.
კონკურსის საგანია: სამინისტროს ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულ მოცულობაზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე : http://abkhazia.gov.ge/banner/82
ასევე იხილეთ თანდართული ფაილები: განცხადება; პირობები; ბანკის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი.




დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.






