მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ლიანა მიქაშავიძის წიგნის "სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ“ თეატრალიზებული პრეზენტაცია გაიმართა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის დარბაზში ლიანა მიქაშავიძის წიგნის "სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ“ თეატრალიზებული პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე გაცოცხლდა სცენები სხვადასხვა სპექტაკლიდან, რომლებშიც საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი წლების განმავლობაში მონაწილეობდა.

წიგნში "სოხუმის ქართული თეატრი გისმენთ“ ავტორი მოგვითხრობს თეატრალური გზის ამსახველ მემუარებზე, რომელიც მოიცავს, ეპიზოდებს სოხუმში დაწყებული ქართული თეატრიდან დევნილობაში მყოფი სოხუმის თეატრამდე.

ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად ლიანა მიქაშავიძეს სოხუმის თეატრის ისტორიის შენარჩუნებისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და სამადლობელი სიგელი გადასცა.

თეატრალურ წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, თეატრალური კინო და სახვითი ხელოვნების სამმართველოს უფროსი ნუცა კობაიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.